понедельник, 8 января 2024 г.

სადამრიგებო საათი "საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში"

 შო­ბა-ახა­ლი წე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დია რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის, ასე­ვე უფ­რო­სე­ბის­თ­ვის, ყვე­ლა დი­დი სი­ხა­რუ­ლით ელო­დე­ბა. ახა­ლი წლის თა­რიღს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად ცვლიდ­ნენ — მე­ოთხე სა­უ­კუ­ნე­ში 6 აგ­ვის­ტოს აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, მეშ­ვი­დე სა­უ­კუ­ნი­დან მეცხ­რე სა­უ­კუ­ნის დამ­დე­გამ­დე — სექ­ტემ­ბერ­ში, შემ­დ­გომ კი, მარ­ტ­ში გა­და­ი­ტა­ნეს. მე­თოთხ­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან ახა­ლი წლის თა­რი­ღი, ევ­რო­პუ­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, იან­ვარ­ში და­წეს­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ახალ წელ­თან ბევ­რი წარ­მარ­თუ­ლი ტრა­დი­ცია იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად: „ბა­სი­ლას“, „ჩი­ჩი­ლა­კის“ და სხვა კულ­ტე­ბი. ჩი­ჩი­ლა­კის კულ­ტი, გან­სა­კუთ­რე­ბით, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. იმე­რეთ­ში, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში ეს მორ­თუ­ლო­ბა მცი­რე დე­ტა­ლე­ბით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ცნო­ბი­ლია, რომ ჩი­ჩი­ლაკს თხი­ლის ტო­ტე­ბის­გან თლი­ან, რად­გან თხი­ლი, კა­კალ­თან ერ­თად, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­სავ­ლი­ან მცე­ნა­რედ ით­ვ­ლე­ბო­და. გრძელ თეთ­რ­წ­ვე­რი­ან ჩი­ჩი­ლაკს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბით, ტკბი­ლე­უ­ლით და ხი­ლით რთავ­დ­ნენ, რაც ბა­რა­ქი­სა და ულე­ვი სიტ­კ­ბო­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ აღიქ­მე­ბო­და. ჩი­ჩი­ლაკს „ბა­სი­ლას წვერ­საც“ ეძა­ხი­ან და იგი წმინ­და ბა­სი­ლი დი­დის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. ახალ წელ­საც, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ხში­რად, „ბა­სი­ლის დღეს“ უწო­დებ­დ­ნენ, რად­გან პირ­ველ იან­ვარს მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია წმინ­და ბა­სი­ლი დიდს იხ­სე­ნი­ებს.

კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ციაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წმინ­და ბა­სი­ლის სა­ხელ­თან. ძველ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სა­ნამ ქრის­ტი­ა­ნო­ბა დამ­კ­ვიდ­რ­დე­ბო­და, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვ­ნა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მზის ღვთა­ე­ბას­თან. ქარ­თუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი იყო პუ­რი­სა­გან გა­მომ­ცხ­ვა­რი „ბა­სი­ლას“ ქან­და­კე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, თავ­და­პირ­ვე­ლად, ბა­სი­ლა არა წმ. ბა­სი­ლის, არა­მედ წარ­მარ­თუ­ლი ხა­ნის მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბა იყო, ბა­სი­ლას კვე­რე­ბი კი — მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ღვთა­ე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, შო­რე­ულ წარ­სულ­ში, შვიდ მნა­თობ­თა სა­ხით სცემ­დ­ნენ თაყ­ვანს. მხო­ლოდ III სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ, ქრის­ტი­ა­ნულ­მა ეკ­ლე­სი­ამ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი წმ. ბა­სი­ლის ხსოვ­ნას და­უ­კავ­ში­რა და, ამ დრო­ი­დან, ქარ­თულ სა­ა­ხალ­წ­ლო სუფ­რა­ზე მდე­ბა­რე მზის ღვთა­ე­ბის ქან­და­კე­ბას „ბა­სი­ლა“ ეწო­და.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე სა­კუ­თა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კულ­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, არც სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბია გა­მო­ნაკ­ლი­სი: მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძი­რი­თა­დი სა­ა­ხალ­წ­ლო ტრა­დი­ცია ყვე­ლა კუთხე­ში სა­ერ­თო იყო, რი­ტუ­ა­ლე­ბი თით­ქ­მის ყველ­გან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბო­და.

ძველ თბი­ლის­ში, თბი­ლი­სე­ლე­ბი, ახა­ლი წლის ღა­მეს, სახ­ლის კა­რებს ღი­ას ტო­ვებ­დ­ნენ. ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ახალ წელს ქუ­ჩებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბა და­დი­ო­და და კა­რი და­კე­ტი­ლი თუ დახ­ვ­დე­ბო­და, იმ სახლს გვერდს აუვ­ლი­და.

ტკბი­ლე­უ­ლით სავ­სე სუფ­რას ტაბ­ლა­ზე შლიდ­ნენ. ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი ტაბ­ლის ოთხ კუთხე­ში სან­თ­ლებს ან­თებ­და (სან­თ­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ამ­ზა­დებ­და). რო­გორც კი ახა­ლი წე­ლი მო­ვი­დო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი ტაბ­ლას ხელ­ში აიღებ­და და მთელ სახლს შე­მო­ივ­ლი­და. თბი­ლი­სე­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ამ დროს მათ მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი დაჰ­ყ­ვე­ბო­და, რო­მელ­საც ოჯა­ხის­თ­ვის სი­კე­თე და სიმ­დიდ­რე მოჰ­ქონ­და.

აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ახა­ლი წლის წი­ნა დღეს, ოჯახ­ში აუცი­ლებ­ლად მო­ი­ტან­დ­ნენ წყა­როს უმ­ძ­რახ წყალს და ეზო­ში მო­ას­ხამ­დ­ნენ. მეკ­ვ­ლე ოჯა­ხის უფ­რო­სი ან მოწ­ვე­უ­ლი სტუ­მა­რი იყო, რო­მე­ლიც ახა­ლი წლის დად­გო­მის შემ­დეგ ოჯახ­ში ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი შე­დი­ო­და, მიჰ­ქონ­და: დე­დას პუ­რე­ბი, ყვე­ლი, ხორ­ცი, ღვი­ნო, გო­ზი­ნა­ყი, ხი­ლი, ჩურ­ჩხე­ლა და მარ­ც­ვ­ლე­უ­ლი. ზოგ­ჯერ ცოცხა­ლი ქა­თა­მიც მიჰ­ყავ­და. გა­და­ა­ბი­ჯებ­და თუ არა მეკ­ვ­ლე ზღურბლს, მი­მო­აბ­ნევ­და ხორ­ბ­ლის, სი­მინ­დის ან ქე­რის მარ­ც­ვალს, რა­თა ახა­ლი წე­ლი ხვა­ვი­ა­ნი და ბა­რა­ქი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო.

ქარ­თ­ლ­ში ახალ წელს აცხობ­დ­ნენ წმინ­და ბა­სი­ლის ქან­და­კე­ბას. ასე­ვე აცხობ­დ­ნენ ბე­დის კვერს ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ორ-ორ ბე­დის კვერს — ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თ­ვის და თი­თო-თი­თოს — ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვის.

გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი მა­მა­კა­ცი ღო­რის თავ­თან ბე­დის კვე­რებს დებ­და თეფ­შ­ზე და ასე­ვე თაფ­ლ­ში ამოვ­ლე­ბულ პუ­რის ლუკ­მებს მი­უწყობ­და გვერ­დ­ზე. თეფ­შის ერთ კი­დე­ში თაფ­ლის სან­თელს აან­თებ­და.

კა­ხეთ­ში, მეკ­ვ­ლეს სახ­ლ­ში შე­მოს­ვ­ლი­სას, ხორ­ბალს ან სი­მინდს გა­და­უყ­რიდ­ნენ — ბევ­რი მაძღა­რი კრუხ-წი­წი­ლა გვე­ყო­ლე­ბაო. აქ­ვე ასე­თი მეს­ტ­ვი­რუ­ლი სა­ა­ხალ­წ­ლო სიმ­ღე­რა ის­მო­და:

„ხელ­ში ორ ჭი­ქას ავი­ღებ, ვი­ლო­ცე­ბო­დე ღვი­ნი­თა,

ყვე­ლა კარ­გად და­ეს­წა­რით მრა­ვალ ახალ­წელს დი­ლი­თა,

ნათ­ლი­მა­მა თან მოგ­დევ­დეს, თაფ­ლი მო­ქონ­დეს ქი­ლი­თა;

ხურ­ჯი­ნიც სავ­სე ეკი­დოს, ჩურ­ჩხე­ლე­ბით და ხი­ლი­თა…

თქვე­ნი კო­დე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წმინ­და ფქვი­ლი­თა;

თქვე­ნი ქვევ­რე­ბი ყო­ფი­ლა სავ­სე და — წი­თელ ღვი­ნი­თა;

თქვე­ნი ფა­რე­ხი ყო­ფი­ლა სავ­სე და — ცხვრი­თა, ბი­ნი­თა…

თქვე­ნი მტე­რი წაქ­ცე­უ­ლა, ვე­ღა­რა ძღე­ბა ძი­ლი­თა…!“

კა­ხეთ­ში ახალ წელს ჩა­მი­ჩი­ან პუ­რებს აცხო­ბენ ისე, რომ ოჯა­ხის ყო­ველს წევრს თი­თო პუ­რი შეხ­ვ­დეს. ახა­ლი წლის ღა­მეს ყვე­ლა თა­ვის ჩა­მი­ჩი­ან პურს ჭამს. გამ­თე­ნი­ი­სას ოჯა­ხის უფ­რო­სი გა­რეთ გა­დის და სახლს სამ­ჯერ შე­მო­უვ­ლის. შინ შე­მობ­რუ­ნე­ბი­სას კი ოჯა­ხის წევ­რებს ახალ წელს ულო­ცავს და სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუ­რი­ა­ნი ჯა­მი­დან ყვე­ლას თი­თო ლუკ­მას აჭ­მევს.

იმე­რეთ­ში, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე, ოჯა­ხის უფ­რო­სი, ხო­რა­გით სავ­სე ხონ­ჩით, სახლს სამ­ჯერ წაღ­მა შე­მო­უვ­ლი­და. მას ხელ­ში ლან­გა­რი ეჭი­რა, რო­მელ­ზეც ღო­რის თა­ვი, მწვა­დი, მო­ხარ­შუ­ლი დე­და­ლი, ლო­ბი­ა­ნი ღერ­ღი­ლის პუ­რი და ტკბი­ლი კვე­რე­ბი ეწყო. ამის შემ­დეგ ოჯა­ხის უფ­რო­სი სახ­ლ­ში, ოჯა­ხის ყვე­ლა­ზე ხნი­ერ წევ­რ­თან ერ­თად, შე­ვი­დო­და. ხნი­ე­რი წევ­რი კე­რი­ა­ში ნაკ­ვერ­ჩხალს რამ­დენ­ჯერ­მე დაჰ­კ­რავ­და ჯოხს და ცეცხ­ლი­დან ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი იყ­რე­ბო­და. ოჯა­ხის უხუ­ცე­სი თან ლო­ცუ­ლობ­და: „რო­გო­რი უხ­ვიც არის ეს ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, ისე გვამ­რავ­ლე და გაგ­ვა­ხა­რეო“.

სა­ა­ხალ­წ­ლოდ რამ­დე­ნი­მე ჩი­ჩი­ლა­კი მზად­დე­ბო­და, ერთ-ერ­თი მარ­ნის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი. ახა­ლი წლის დი­ლას ში­ნა­უ­რი მეკ­ვ­ლე წყა­რო­დან წყალს მო­ი­ტან­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირს და­ი­ბან­დ­ნენ და, ისევ მეკ­ვ­ლეს წი­ნამ­ძღო­ლო­ბით, მარ­ნის­კენ წა­ვი­დოდ­ნენ. მიჰ­ქონ­დათ სა­ნო­ვა­გით სავ­სე გო­ბი, ორ­ში­მო და ჩი­ჩი­ლა­კი. მეკ­ვ­ლე ჩი­ჩი­ლაკს სა­ა­ხალ­წ­ლო ჭუ­რის გვერ­დით და­ა­სობ­და. მა­რანს ახალ წელს მი­უ­ლო­ცავ­და, შემ­დეგ სა­ა­ხალ­წ­ლო ჭურს მოხ­დი­და, ღვი­ნოს გა­სინ­ჯავ­დ­ნენ და დო­ქებს აავ­სებ­დ­ნენ.

სა­ინ­გი­ლო­ში წი­თელ მა­მალს კლა­ვენ ახალ წელს. სუფ­რას კი, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე მი­უს­ხ­დე­ბი­ან. აკე­თე­ბენ ქათ­მის წვნი­ან­სა და ფლავს. გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მათ­თ­ვის მეკ­ვ­ლე, რო­მე­ლიც უნ­და იყოს ნა­თე­სა­ვი და ბე­დის­გან და­უ­ჩაგ­რა­ვი. ვიდ­რე მეკ­ვ­ლე არ ეწ­ვე­ვათ, სახ­ლ­ში არა­ვის მი­ი­ღე­ბენ.

თუ­შეთ­ში ახალ წელს „წელ­წ­დო­ბას“ უწო­დე­ბენ. ახა­ლი წლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად არაყს ხდიდ­ნენ და ლუდს ადუ­ღებ­დ­ნენ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის სა­ხელ­ზე ცხვე­ბო­და სა­თავ­ნო და ბე­დის კვე­რე­ბი სხვა­დას­ხ­ვა გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით. აცხობ­დ­ნენ ერთ დიდ კვერს — „ქრის­ტეს საგ­ზალს“, ქა­ლე­ბის­თ­ვის — მრგვალ კვერს, ხო­ლო კა­ცე­ბის­თ­ვის — „ბა­ცუ­კაცს“. კვე­რებს ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თ­ვი­საც აცხობ­დ­ნენ: ხა­რის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ კვერს რქე­ბი ჰქონ­და, ძრო­ხის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილს — ძუ­ძუ­ე­ბი, ცხე­ნის კვერს ნა­ლის ფორ­მა ჰქონ­და. ყვე­ლა სა­ხის კვერს ლან­გარ­ზე აწყობ­დ­ნენ მატყ­ლ­თან, მა­რილ­თან, ყველ­თან და ერ­ბოს­თან ერ­თად.

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე თუშ ქა­ლებს აუცი­ლებ­ლად უნ­და და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ, თუ­კი რამ ჰქონ­დათ გა­ნათხოვ­რე­ბუ­ლი; იმა­რა­გებ­დ­ნენ ტკბი­ლე­ულს და აცხობ­დ­ნენ სა­მეკ­ვ­ლეო კვერს, რო­მელ­საც „ხა­რის გო­გას“ ეძახ­დ­ნენ. აქ მეკ­ვ­ლედ ისეთ კაცს იწ­ვევ­დ­ნენ, რო­მელ­საც კე­თი­ლი გუ­ლი, კარ­გი ფე­ხი და დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. სა­ნამ მეკ­ვ­ლე არ მო­ვი­დო­და სუფ­რას­თან არა­ვინ ჯდე­ბო­და. ზუს­ტად თორ­მეტ სა­ათ­ზე მეკ­ვ­ლე ოჯახ­ში შე­მობ­რ­ძან­დე­ბო­და, ოჯა­ხის უფ­რო­სი კი მას სა­მეკ­ვ­ლეო კვერს მი­არ­თ­მევ­და. მეკ­ვ­ლე მას კე­რი­ას­თან და­ა­გო­რებ­და ისე, რომ კვე­რი წაღ­მა დამ­დ­გა­რი­ყო, რა­თა ახალ წელს ოჯა­ხის ბე­დი სულ წაღ­მა დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყო. ხდე­ბო­და ისეც, რომ მეკ­ვ­ლე­ო­ბას თუ­შე­ბი მეცხ­ვა­რის ძაღლს ან­დობ­დ­ნენ, რად­გან მი­აჩ­ნ­დათ, რომ მა­საც „კარ­გი კვა­ლი“ ჰქონ­და.

დი­ლით ად­რე ოჯა­ხის უფ­რო­სის ჯე­რი დგე­ბო­და. იგი უნ­და გა­სუ­ლი­ყო გა­რეთ, შე­მო­ე­ტა­ნა თოვ­ლი და სახ­ლ­ში მი­მო­ებ­ნია. ოჯა­ხის უფ­რო­სის და­ლოც­ვის შემ­დ­გომ, სა­ა­ხალ­წ­ლო მხი­ა­რუ­ლე­ბა იწყე­ბო­და.

Комментариев нет:

Отправить комментарий