среда, 25 июня 2025 г.

ჩაცმის სტილი

 

ტანსაცმლის სტილები, როგორი არსებობს და როგორ განვასხვავოთ…

“მამაკაცი უნდა გამოიყურებოდეს ისე, თითქოს იყიდა ტანსაცმელი ჭკუით, აკურატულად ჩაიცვა და საერთოდ გადაავიწყდა მისი არსებობა” – სწორედ ჰარდი ეიმსის ამ ციტატით მინდა დავიწყო ეს სტატია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სტილზე. არიან ადამიანები რომელთაც სტილი ძალიან ვიწრო სპექტრში წარმოუდგენიათ: შარვალი, მაიკა და ალბათ რაიმე ფეხსაცმელი.

მაგრამ რა იგულისხმება სინამდვილეში ამ სიტყვის ქვეშ მოდის სამყაროში?

სტილი – ეს არი კომპლექსური, ტევადი და ფართო გაგება, რომელშიც იგულისხმება: ასაკი, პირადი შეხედულებები, ცხოვრების ან პროფესიის სტილთან შეთავსება, სიტუაციასთან შესაფერისობა, ფუნქციონალურობა.

მოდით ერთად გავერკვეთ იმაში თუ რა არის სტილი, არა მარტო იმისთვის რომ ქუჩაში სტილურად ჩაცმული ადამიანი ამოიცნოთ, არამედ იმისთვის რომ თქვენ თავად მოირგოთ სტილურად ჩაცმულობა საკუთარ თავზე.

 

ოფიციალური/საქმიანი/კლასიკური სტილი

პირველი ასოციაცია რომელიც გვიჩნდება – მკაცრი და ძვირადღირებული კოსტუმი, ხომ ასეა? მართლაც, საუბარი სწორედ მასზე იქნება. თეთრი და ნათელი პერანგი, გემოვნებით შერჩეული პიჯაკი, იდეალურად დაუთოებული შარვალი, სტილური ჰალსტუხი და სიბრჭყვიალემდე გაპრიალებული მამაკაცის ფეხსაცმელები – სტანდარტია. პიჯაკი და შარვალი ზუტად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ზომას და სხეულის აგებულებას. შავ კოსტუმს იცვამენ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, ხოლო მუქ-ლურჯსა და ნაცრისფერს საქმიანი შეხვედრებისთვის. აქცენტი კლასიკურ სტილში ყოველთვის ისმევა აქსესუარებზე: ქამარი, საკინძი, საათი, ცხვირსახოცი.

 

სპორტული სტილი

მას არა მხოლოდ ახალგაზრდები ანიჭებენ უპირატესობას, არამედ ცხოვრებაში შემდგარი მამაკაცებიც – საქმე მის კომფორტულობასა და მრავალფეროვნებაშია. არ არსებობს დედამიწაზე ბიჭი, რომელსაც გარდერობში სპორტული ტანსაცმელი არ ექნება. სპორტული სტილი იმდენად უნივერსალურია, რომ ნივთების სწორი შეხამებით, მისი სამსახურში ჩაცმაც შეიძლება.

ჩვეულებრივ ასეთი ტანსაცმელი კარგია ვარჯიშისთვის, საღამოს სეირნობისას, ახალგაზრუდ შეკრებებისთვის. ზოგადი შეხედულებისგან განსხვავებით ეს არაა მხოლოდ მაისური, ჰუდი, სპორტული შარვალი და ბოტასები. ჩვენს დროში იწარმოება მრავალფეროვანი სპექტრი სპორტული ტანსაცმლის: ქურთუკები, ჟაკეტები, ჟილეტები, ჯინსები, მოკლემკლავიანი მაისურები და სხვ. ამ საქმეში მთავარია – იქონიოთ გემოვნება და ხედავდეთ საკუთარ გვერდიდან.

Casual (ყოველდღიური) სტილი

ვფიქრობ, ახლა თქვენ ახალ აღმოჩენას გააკეთებთ, მიხვდებით რა რომ ყველაზე ხშირად ამ სტილს იცმევთ. Casual სტილი მამაკაცებითვის გადაიქცა უბრალო, ყოველდღიურ სტილად ყველა სიტუაციისთვის: ინსტიტუტსთვის, სამსახურისთვის, წვეულებისთვის და პაემანისთვისაც კი. ზოგადად ამ სტილთან მიმართებაში კაცებს ბევრი კითხვა უჩნდებათ, ამიტომ შევეცდები მათზე გავცე პასუხი. პირველად გამოჩნდა გასული საუკუნის შუა წლებში, სწორედ მაშინ როდესაც არსებობდა “ტედების” მოძრაბა (Teddy boyes), რომელთა მიმდევრებიც თავდაპირველად კოსტუმის ტარებას არჩევდნენ. დღეს კი ყოველდღიური სტილი ყალიბდება ტემპერამენტის, გატაცებების, პატრონის სამსახურის პირობების საფუძველზე. დამეთანხმებით, რომ ხელოვანი ადამიანი უფრო ჩაიცვამს ღია ფერის შარვალს, უჯრედებიან პერანგს და შემოიხვევს შარფს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც როკს უსმენს, ჩაიცვამს მაისურს, რომელიც რაღაცაზე “ყვირის”, გახეხილ ჯინსებს, დაიკიდებს ძეწკვს და ყველაფერს ამ სტილში. აი მაგალითად ელექტრიკს თქვენ იშვიათად თუ ნახავთ კლასიკურ კოსტუმში, რადგან მისი ყოველდღიური ვარიანტი – სპეც. ფორმაა. ზოგადად casual სტილი არის ყველაზე მრავალფეროვანი და განსაზღვრული ჩარჩოები არ გააჩნია. ამასთან მას ახასიათებს სხვადასხვა სტილების გაერთიანება, მაგალითად, სპორტულის და კლასიკურის, ასეთ შემთხვევაში გამოვა რაიმე საშუალო და ორიგინალური.

ჩვენს დროში casual-ი ითავსებს რამდენიმე ქვე-ჯგუფს, რომელთა ყველაზე გავრცელებულ სტილებს ეხლა გადავხედავთ:

ბიზნეს-ქეჟუალი

ამ სტილს ვერ დავარქმევთ აბსოლიტურად საქმიანს, რადგან არ არსებობს განსაკუთრებული წესები თქვენი იმიჯისთვის და თავად თანსაცმლის მიმართაც არაა განსაკუთრებული მოთხოვნები. რას გულისხმობენ ბიზნეს-casual-ში? ყველაფერს რისი ტარებაც კომფორტულია ჩვეულებრივ ცხოვრებაში: სვიტერი, პერანგი, ჟილეტი, პიჯაკი, შარვალი, ფეხსაცმელებიდან – ყელიანი ფეხსაცმელი ან ტუფლები. როგორც მანამდე იყო ნახსენები ეს სტილი მაინც განსხვავდება ოფიციალურისგან, ანუ, იმ შემთხვევაშიც თუ ჩაიცვამთ კოსტუმს დაშვებულია, რომ არ იქონიოთ ჰალსტუხი, ხოლო პერანგი არაა აუცილებელი იყოს თეთრი – გამოიყენება სხვა ფერებიც.

 

სპორტ-ქეჟუალი

ყოველდღიური სტილი სპორტული ელემენტებით: კედები, ჯინსები, მაისური…

იდეალური ვარიანტია ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ზედმეტად ოფიციალურობა, რადგან ასე სამსახურშიც შეიძლება ჩაცმა. მაგალითად: ჯინსები, ღია ფერის, არც თუ ისე მკაცრი პიჯაკი ერთ ღილზე შეკრული ასევე ღია ფერის მაისურზე შიგნიდან, ფეხებზე მოკასინები და ხელში სპორტული ჩანთა დაიჭირეთ – თქვენი იმიჯიც მზადაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий